საბავშვო ევროვიზია 2023

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე „რანინას“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულ ანასტასია ვასაძესთან ერთად, რანინელი ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან. ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი 2022 წელს „რანინას“ ფინალისტები იყვნენ. სიმღერის პრემიერა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები ევროფესტივალზე შეასრულებენ, სულ მალე შედგება.

რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, 26 ნოემბერს გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა.

რანინა