საბავშვო ევროვიზიის ქართული დელეგაცია უკვე ნიცაშია. „ანასტასია და რანინა“ რამდენიმე წუთში დიდ საკონცერტო დარბაზში გაემგზავრებიან, სადაც გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. რეპეტიციას დაესწრება 16 ქვეყნის ჟიური, დაიწერება ქულებიც, თუმცა ეს ქულები ანონიმური ხვალამდე დარჩება და უკვე ხვალ მაყურებლის ქულებთან ერთად დაჯამდება. სასტუმროსთან ქართველ კონკურსანტებს ემიგრანტები დახვდნენ და მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გამარჯვებისთვის ხმის მისაცემად უნდა ეწვიოთ საბავშვო ევროვიზიის საიტს, უყუროთ მოკლე ვიდეოს, აირჩიოთ საქართველო და ორი ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ხმის მიცემა ხვალ 19:00 საათზე შეწყდება და თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით ისევ განახლდება.
ევროვიზია
რანინა