საბავშვო ევროვიზია 2023

საბავშვო ევროვიზია 2023-ის ქართველი მონაწილეები საკონკურსო სიმღერას წერენ.

კომპოზიცია, რომელსაც ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზის სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. სიმღერის მუსიკალური პროდიუსერი გიორგი ასანიშვილია. ქართულ საკონკურსო სიმღერაზე რამდენიმე დღეში დაიწყება ვიდეორგოლის გადაღება. რეჟისორი ზაზა ორაშვილი იქნება, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, ხოლო კოსტიუმების დიზაინზე იზა ნადარეიშვილი იზრუნებს. საკონკურსო ნომრის მომზადებაზე ევროვიზიის და გადაცემა „აკუსტიკას“ შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავა. სიმღერისა და კლიპის პრემიერა პირველი არხის ეთერში შედგება.

2023 წლის საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება. კონკურსს ტრადიციულად პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.