საბავშვო ევროვიზია 2022

საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილემ ვიდეოკლიპზე მუშაობა დაიწყო.

წელს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს, რომელიც „რანინას“ ბოლო სეზონის გამარჯვებულია. კლიპზე პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს.

საიუბილეო საბავშვო ევროვიზია ერევანში 11 დეკემბერს ჩატარდება. მუსიკალური კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.