საბავშვო ევროვიზია 2021

ერთ კვირაში პირველი არხის მეგაშოუ „რანინას“ გამარჯვებული საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება. ნიკო ქაჯაია საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე საათის წინ გაემგზავრა. 19 დეკემბერს ქართველი კონკურსანტი შეასრულებს გიგა კუხიანიძის სიმღერას, „დავთვალოთ ღიმილები“. უცხოურ საიტებზე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ნიკო ქაჯაია კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულს ჟიური და მაყურებელი გამოავლენს. ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროვიზია

დატოვე კომენტარი