საბავშვო ევროვიზია 2021

ორი დღე საბავშვო ევროვიზიამდე.

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათიდან, ვებგვერდზე https://junioreurovision.tv/ შესაძლებლობა გაქვთ, ხმა მისცეთ და მხარი დაუჭიროთ საბავშვო ევროვიზია 2021-ის ქართველ კონკურსანტს. ხმის მიცემის პრინციპი ასეთია: ვებგვერდზე ირჩევთ საქართველოსა და კიდევ ორ ქვეყანას. ხმის მიცემა გაგრძელდება ორი დღე. 19 დეკემბერს კი 15 წუთით განახლდება, მას შემდეგ, რაც კონკურსანტები თავიანთ გამოსვლებს დაასრულებენ. ნიკო ქაჯაია ფინალში მეორე ნომრად გამოვა. კონკურსს წელს 19 მონაწილე ჰყავს.

19 დეკემბერს ფინალურ შოუს პარიზი უმასპინძლებს, პირდაპირ ტრანსლაციას კი ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროვიზია