საბავშვო ევროვიზია 2020 - ხმა მიეცი საქართველოს

ორი დღე რჩება საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე.

ხმა მიეცი საქართველოს, მიიღე მონაწილეობა ონლაინ ხმის მიცემაში მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და მხარი დაუჭირე საქართველოს ხმას, სანდრა გადელიას.

ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე junioreurovision.tv 27 ნოემბრის 23:00 საათიდან 29 ნოემბრამდე.  მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება, ყველა ხმა გაიგზავნება ხმის დამთვლელ ჯგუფში, ქულების სახეს მიიღებს და საბოლოო შედეგის ნახევარს განსაზღვრავს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს.

საქართველოს პირველი არხის წესების მიხედვით, საბავშვო ევროვიზიის მონაწილის შერჩევა მეგა შოუ „რანინას“ მეშვეობით ხდება. კონკურსის გამარჯვებული წელს ჟიურისა და მაყურებლის რჩეული, 10 წლის სანდრა გადელია გახდა.