საბავშვო ევროვიზია 2020

ერთი დღე საბავშვო ევროვიზიამდე – ხვალ პოლონეთის დედაქალაქი ევროვიზიის ფინალს განსხვავებულ ფორმატში უმასპინძლებს. კოვიდპანდემიის გამო, ფინალი „ლაივისა“ და ჩანაწერის სინთეზი იქნება.

კონკურსში მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს. საქართველოს წელს ათი წლის სანდრა გადელია წარადგენს. ევროვიზიის ქართველი მონაწილის შერჩევა საქართველოს პირველი არხის წესების მიხედვით, საბავშვო მეგაშოუ რანინას მეშვეობით მოხდა. სანდრამ საკონკურსო ნომერი უკვე გადაიღო, რომლითაც კონკურსზე წარდგება.

გულშემატკივრობა და ქართველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა ონლაინაა შესაძლებელი. მას სხვა მონაწილეებთან ერთად, დღეს ასევე ჰქონდა ლაივპრესკონფერენციაც.

თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.

2020 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემის წესი [ვიდეო]

რანინა