საბავშვო ევროვიზია 2019 - ქართული დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა

საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი და ქართული დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრნენ. გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საქართველოს პირველი არხის საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს.

პოპულარულ საერთაშორისო კონკურსზე, მას 18 კონკურენტი ეყოლება. პირველ ღონისძიებაზე გაირკვევა, მერამდენე ნომრად გამოვა გიორგი როსტიაშვილი კონცერტზე. საქართველოს სახელით, საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე ანასტასია გარსევანიშვილი გამოაცხადებს. საკონკურსო სიმღერის ავტორი  – დავით ევგენიძეა. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.