საბავშვო ჟურნალის „დილა” პრობლემები

საბავშვო ჟურნალმა „დილა“ 2019 წლიდან, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს.

ჟურნალის თანამშრომლების განცხადებით, „დილა“ მძიმე ფინანსურ კრიზისშია და დახმარებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ითხოვს.

საბავშვო გამოცემა ანალოგიური საფრთხის წინ 114-წლიანი ისტორიის განმავლობაში ორჯერ დადგა.