საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. კონკურსი სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით ტარდება. ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, კონკურსის მიზანია, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.