საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი "თაობა" გაიხსნა

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პირველი საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “თაობა” გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სპექტაკლებს ხუთი ქვეყნის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივი წარმოადგენენ.

ფესტივალის მიზანი თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, სტუდიებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება და მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობა-გაზიარებაა.

თეატრალური ფესტივალი 5 ნოემბერს დაჯილდოვების ცერემონიით დაიხურება.