საბავშვო ბაღების მშენებლობა რუსთავში
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. მე-11 და 25-ე ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ბავშვების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობები აშენდა. ამ ეტაპზე ორივე საბავშვო ბაღში შიდა მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განახლებული ბაღები სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ჯამში 750 ბავშვისთვის იქნება გათვლილი. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რუსთავის მერთან ერთად გაეცნო.