საბანკო რეგულაციების გამარტივება 

იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები შედარებით შერბილდება.

სავარაუდოდ, გადაიხედება სესხის მომსახურების კოეფიციენტები, ანუ ის, თუ შემოსავლის რა პროცენტი უნდა იხარჯებოდეს თვეში საბანკო სესხის დასაფარად. წინასწარი ინფორმაციით, ცვლილება ძირითადად ეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 1 000 ლარს აღემატება. ეროვნულმა ბანკმა მოსალოდნელი ცვლილებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე შეათანხმა. ახლა კონსულტაციები საბანკო სექტორთან მიმდინარეობს. ცვლილებები მარტიდან უნდა ამოქმედდეს.