საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა  

საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადაიდო.

შეზღუდვები, რომლებიც სესხების გაცემის დროს უნდა დაწესებულიყო, პირველი ნოემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 15 ნოემბრიდან შევა ძალაში, თუმცა გარკვეული კორექტივებით და შერბილებული ფორმით. უკვე ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იმ პრეტენზიებს უკავშირდება, რომლებიც მოსალოდნელი რეგულაციების მიმართ საბანკო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.