საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადაიდო

საბანკო სესხების ახალი წესით გაცემის თარიღმა კიდევ გადაიწია.

ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ბანკების გარდა საფინანსო ორგანიზაციებსაც მოიცავს. თუმცა საფინანსო სექტორის უკმაყოფილების გამო დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შევიდა, ანუ მკაცრი შეზღუდვები აღარ დაწესდება.

ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ ახალი რედაქციით მსესხებელს დადასტურებული ნაკლები შემოსავლით მეტი თანხის აღების უფლება ექნება.