საბანკო რეგულაციები გადაიხედება

21:19, 21.11.2019

ლარში სესხის აღების ლიმიტი შესაძლოა შემცირდეს.

იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციის მიხედვით, მოქალაქე ვალდებულია, 200 000-ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში აიღოს. თუმცა შესაძლოა ზღვარი ისევ ძველ ნიშნულს, ანუ 100 000-ს დაუბრუნდეს. ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მოტივით შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს დღეს პრემიერმა მისცა. თავის დროზე ლიმიტის ზრდა ლარიზაციის პროგრამის ნაწილი იყო, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არაერთი ნეგატიური ეფექტი ჰქონდა.

მსგავსი