საბანკო რეგულაციები

პირველი იანვრიდან სესხების გაცემაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება. ეროვნული ბანკის ცნობით, რეგულაციების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. ახალი რეგულაციით სესხის გამცემს ევალება შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება. რეგულაცია აწესებს სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალურ ზღვრებს. ახალი რეგულაციები ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა იმ სუბიექტზე, ვინც სესხს 20-ზე მეტ პირზე გასცემს. მათ შორის მოიაზრებიან ე.წ კერძო მევახშეებიც.