საბაგიროების ტექნიკური გამართულობის საკითხი
გუდაურში ზამთრის სეზონისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.
კურორტზე სასრიალო ტრასების გაუმჯობესებისა და საბაგიროების ტექნიკური გამართული ფუნქციონირების სამუშაოები უკვე ჩატარდა. 9 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, ქვიანი მონაკვეთი გაიწმინდა, ნიადაგი დამუშავდა და ბალახის ჰიდროთესვა განხორციელდა. გუდაურში ბალახის ჰიდროთესვის მეთოდი პირველად გამოიყენეს. პარალელურად, კობისა და თრუსოს საბაგიროებზე ტექნიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.