საბაგირო გზის გარეშე დარჩენილი სოფელი თაგო

21:27, 07.12.2025

სოფელი თაგო მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს.

მოსახლეობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა საბაგიროა. ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ აქვს. მისი მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი, ის 1985 წელს გაიხსნა და ფუნქციონირება ამ დრომდე არ შეუწყვეტია, თუმცა გაირკვა, რომ საბაგირო რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და ახლის აშენებაა საჭირო. იმის მიუხედავად, რომ სოფლის საავტომობილო გზა მოწესრიგებულია, ადგილობრივები ითხოვენ, საბაგირო უახლოეს მომავალში მოწესრიგდეს. აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში საჭირო თანხა გათვალისწინებულია.

მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე იმყოფებოდნენ ხულოში.

 

მსგავსი