საბადურის ტყის ტურისტული ინფრასტრუქტურა ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის ტურისტული ინფრასტრუქტურა ოფიციალურად გახსნილია.

პროექტის ფარგლებში, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები მოეწყო. სპეციალურად მომზადდა ტერიტორია კარვებით მოგზაურობის მსურველებისთვის, განთავსდა საინფორმაციო დაფები.

ინფრასტრუქტურა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია მწვანე ბორჯომთან ერთად განახორციელა.