საბაჟოს საერთაშორისო დღე

21:20, 26.01.2026

26 იანვარი საბაჟოს საერთაშორისო დღეა.

მებაჟე-ოფიცრების პროფესიული დღე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის 180 წევრ ქვეყანასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა საქართველოშიც. შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი თარიღს მნიშვნელოვანი სიახლეებით და გეგმებით ხვდებიან. დაწყებულია საბაჟო სერვისების სრული კომპიუტერული ტრანსფორმაცია, რამაც მომსახურება კიდევ უფრო მარტივი და გამჭვირვალე უნდა გახადოს. პარალელურად საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, მიმდინარეობს როგორც მკაცრი კონტროლი, ისე საბაჟო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია- გაფართოების პროცესი. საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე პრემიერმა და პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. 20 მებაჟე ოფიცერს ღირსების სერტიფიკატები გადასცეს. „საბაჟო საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე“ – მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს საქართველოც ამ სლოგანით აღნიშნავს.

მსგავსი