საბა სორდიას სასამართლო პროცესი

გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ისაუბრა თავად ჟურნალისტმაც. საბა სორდიას თქმით, ის მარჯანიშვილზე სამართალდამცველებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს და მათ ყველა მოთხოვნას დაემორჩილა. ჟურნალისტის განცხადებით, ჩანთის ჩხრეკის უფლება პოლიციელებს არ ჰქონდათ, თუმცა, მან თავად გაუხსნა და შიდა ჯიბის გახსნის დროს მოხდა მისი დაკავება. სხდომაზე მოუსმინეს მოწმეებსაც. პოლიციელების ცნობით, ჟურნალისტი მათ მონას ეძახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.