საბა სხვიტარიძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის პროცესი გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ბრალდების მტკიცებით, სხვიტარიძემ ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციელს, ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე, და ეს ქმედება იყო მხოლოდ მოგერიება თავდაცვის მიზნით. საბა სხვიტარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც, მისი თქმით, დაკავების დროს და მას შემდეგ, მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა. მისივე თქმით, ასევე შეეზღუდა დაცვის უფლებაც. შეგახსენებთ, რომ წარდგენილი ბრალი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.