საბა სხვიტარიძის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის საბა სხვიტარიძის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

პროცესის დასრულების შემდეგ სხვიტარიძის მხარდამჭერები დაკითხულ გამომძიებელს შეძახილებით გაყვნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, დაიკითხა ბრალდების მხარის ერთი მოწმე, გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა მასალაზე ჩაატარა. დაცვის მხარეს მოწმესთან ძირითადად კითხვები, სამმართველოში სხვიტარიძის მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ჰქონდა. ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული, რომლითაც სხვიტარიძის უდანაშაულობა დასტურდება.