საბა კვირკველია საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა

ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა. რუსეთის პრემიერლიგაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და სპორტულმა გამოცემებმა განვლილი სეზონი შეაჯამეს.

რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის შემდეგ “ლოკომოტივი” 45 ქულით გათამაშების ლიდერია და კონკურენტ “ზენიტს” 8 ქულით ასწრებს. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ ყველა 20 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.