საბა ჯიქიას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, საბა ჯიქიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების უდავოობაზე იმსჯელეს. ასევე სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა მას შემდეგ დააყენა, რაც მოსამართლემ უდაოდ ცნო დაცვის მხარის მტკიცებულება და ადვოკატს საქმეში მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტის დაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა. ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დგება მოსამართლის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, გამოძიება საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 წლამდე.