საბა ჯიქიას პროცესი

საქალაქო სასამართლოში ასევე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული საბა ჯიქიას პროცესი გაიმართა.

სასამართლომ ბრალდებულის საქმე არსებით განხილვას გადასცა და კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეში ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად იცნო.