საბა ბუაძის განცხადება

„ლელოს“ გადაწყვეტილებას კრიტიკოსები პარტიაშიც გამოუჩნდნენ. თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია, რის გამოც თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრის პოსტებს ტოვებს.

„დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე პოლიტსაბჭო,“- წერს ბუაძე. მისივე განმარტებით, რჩება პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გათავისუფლდებიან.