საავტომობილო ხიდის მშენებლობა ზუგდიდში
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მეორე ეტაპი ხიდამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება მილიონ 870 ათასი ლარია, თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრია და გეგმის მიხედვით, ის ქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზების განტვირთვას შეუწყობს ხელს. სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის ახალარჩეულმა მერმა დაათვალიერეს.