საავტომობილო გზის ჩანგრევა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, საავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა. ეს ის მონაკვეთია, რომელზე საავტომობილო მოძრაობაც მერიამ გუშინ, მას შემდეგ შეზღუდა, რაც გზას ბზარები გაუჩნდა. „დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები, მტკვარმა საყრდენ კედელს ძირი გამოაცალა და მოხდა ჩავარდნა, ვმუშაობთ, რომ დროულად მოხდეს გზის აღდგენა“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა. დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში, საავტომობილო მოძრაობა დროებით, სამუშაოების დასრულებამდე იქნება შეზღუდული.