საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება

 ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: გუდაური–კობის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის გარკვეულ ნაწილზე, ასევე უშგული-ლასდილისა და მელე-ლასდილი მონაკვეთებზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იგივე შეზღუდვები მოქმედებს ქვეყნის ყველა მაღალმთიან რეგიონში.