საავტომობილო გზები თოვლისგან იწმინდება

12:20, 04.01.2026

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში შიდა სასოფლო მნიშვნელობის საავტომობილო გზები თოვლისგან იწმინდება. პროცესში ჩართულია 30 ერთეული ტექნიკა. ამ დროის მონაცემებით, გაიწმინდა და გაიხსნა 159 სოფლის შიდა და მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა, გასაწმენდი რჩება 88 სოფლის გზა. პარალელურად, მუნიციპალიტეტებში ცოცხალი ძალის მეშვეობით, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, იწმინდება ადმინისტრაციული და სოციალური მნიშვნელობის ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები. ელექტრომომარაგების აღსადგენად კი „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. ამ დროისთვის ელექტროენერგია ოთხ სოფელს არ მიეწოდება.

მსგავსი