საავიაციო ფორუმი

2017 წელს საქართველოს აეროპორტები 473 959 მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის მონაცემებს 43 პროცენტით აღემატება. უცხოური ავიაკომპანიების ინტერესი საქართველოსადმი მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ევროპული ქვეყნების ძირითად ნაწილში ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა გახდა შესაძლებელი.

რა პერსპექტივა აქვს ქართულ ავიაბაზარს უცხოური კომპანიებისთვის და რომელი კომპანიები შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლით, ამ საკითხზე ღია მსჯელობა თბილისში დაგეგმილ საავიაციო ფორუმზეც შედგება.

პრესტიჟული ფორუმის ქონექტი მეთხუმეტე მასპინძლად წელს თბილისში შეირჩა.

დეტალები ოთარ გიორგაძის რეპორტაჟში.