საავიაციო ფორუმი

უკვე მეორე დღეა იტალიის ქალაქ რიმინიში, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი – „რუთს ევროპა 2026“ მიმდინარეობს. ფორუმში, სადაც 65-ზე მეტი ქვეყნიდან, ასზე მეტი წამყვანი ავიაკომპანია და აეროპორტია წარმოდგენილი, საქართველოს – აეროპორტების გაერთიანება მონაწილეობს.  მთავარი აქცენტი ახალი ავიამიმართულებების დამატებასა და უკვე არსებული რეისების სიხშირეების ზრდაზე კეთდება. რიმინიში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან ერთად, ერთობლივი სტენდით არის წარმოდგენილი.