საავადმყოფოების მონიტორინგი

ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების მონიტორინგი დაიწყო.

მონიტორინგის მიზანი, მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევაა. უწყება აქტიურ ჩართვას გეგმავს ხარისხის მართვის პროცესში. მინისტრის მოადგილის თქმით, თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან და სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები.