საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე

12:16, 04.08.2022

ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

მსგავსი