11 ქვეყნის კინოპროგრამა – საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო.
პირველი ფილმი, რომელიც ეროვნული არქივის კინოთეატრში მისულმა მაყურებელმა ნახა, ოთარ იოსელიანის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარი „აპრილია“. პროგრამა 11 ქვეყნის კინოფონდებში დაცული მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას მოიცავს.
საფესტივალო პროგრამაში ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფილმები ხვდება. კინომცოდნეებსა და სტუდენტებს კი შესაძლებლობა უჩნდებათ მსოფლიო კინომემკვიდრეობის არქივებში დაცულ ნამუშევრებს გაეცნონ. ფესტივალი 24 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ფილმით დაიხურება.