საარჩევნო წესები პანდემიის პირობებში 

საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ გადაიდება.

ქვეყანა ახალ პარლამენტს 31 ოქტომბერს აირჩევს და ხმის მიცემა შეეძლებათ ინფიცირებულებსაც, რისთვისაც უკვე შემუშავებულია კოვიდ-რეალობაზე მორგებული სპეციალური პროტოკოლი. დადგენილება სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც ცესკო-სთან ერთად პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან. დადგენილების პროექტით, იზოლაციაში, კარანტინსა თუ საავადმყოფოებში მყოფი ინფიცირებულები სურვილის შემთხვევაში ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ, რომლებსაც საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფები მიუტანენ. მათი ბიულეტენების დასათვლელად შეიქმნება სპეციალური საარჩევნო უბნები.

ანა ბროლაძე გაგვაცნობს იმ პროტოკოლს, რომელმაც კენჭისყრის დღეს ინფექციის გავრცელების რისკები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.