საარჩევნო უბნები უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის

„კოვიდ-19“-ის პანდემიამ გავლენა მოახდინა საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობაზე.

აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეები ადგილზე არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებენ. საბერძნეთში კი ორით ნაკლები საარჩევნო უბანი გაიხსნება. ჯამში საზღვარგარეთ 50 უბანი იმოქმედებს. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ინფიცირებულთა მკვეთრი მატების გამო ნაწილობრივ საკარატინო რეჟიმი ან მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, ასეთი ქვეყნებიდან საარჩევნო პროცესის შეფერხების კუთხით ოფიციალურ თბილისს შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია.