საარჩევნო სუბიექტების პლაკატები

თბილისის ქუჩები საარჩევნო პლაკატებმა თითქმის სრულად მოიცვა.

სააგიტაციო პლაკატებს და პრეზიდენტობის კანდიდატების პოლიტიკურ რეკლამას შეხვდებით ყველგან. მათ შორის ისეთ ადგილებზე, სადაც კანონმდებლობა ასეთი რეკლამის განთავსებას კრძალავს. ასეთი ადგილებია ძეგლები და შენობის ფასადები.

„მოამბის“ მიმართვის შემდეგ პრობლემას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა და კონკრეტული დავალებაც გასცა.