საარჩევნო სისტემის ცვლილება და მოწოდება დიალოგისკენ

შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიცია დიალოგში შუამავლობაზე პრეზიდენტის ინიციატივას უარით პასუხობს.

ოპონენტებს მედიატორად სალომე ზურაბიშვილი არ სურთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, მიაღწევენ თუ არა მხარეები რომელიმე საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას. მმართველი გუნდი ოპონენტებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 40%-იან ბარიერს და საპარლამენტო მანდატების 110-40-ზე პრინციპით გადანაწილებას სთავაზობს და უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენას აანონსებს.

არაერთგვაროვანია საპასუხო რეაქციები ოპოზიციურ სპექტრში. პარტიების ნაწილი მოლაპარაკების და კონსენსუსის რესურსს ხედავს.