საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვადა იწურება

საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვადა იწურება. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, დღეს, დიპლომატების თანდასწრებით, სავარაუდოდ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიცია ამ ეტაპზე პოზიციას არ ცვლის, ხელისუფლება ოპოზიციას ორმოცპროცენტიან ჩამკეტს, 110/40-ზე სისტემასა და საარჩევნო ბარიერის ოპოზიციის მიერ არჩევას სთავაზობს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს შეთავაზება მეტად პროპორციულობის პრინციპს რ აკმაყოფილებს.