საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, არ გაიმართება

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, არ გაიმართება. ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის და გიგი უგულავას დაკავების გამო, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს. ასევე, უარს აცხადებს მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე, რის შესახებაც გუშინ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მმართველი გუნდი კი ოპოზიციას მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. უმრავლესობის განცხადებით, 100/50-ზე შეთავაზებული საარჩევნო სისტემა კვლავ ძალაშია.

დატოვე კომენტარი