საარჩევნო სისტემა - ხელისუფლებისა და ოპოზიციის სადავო შეთანხმება

მოგროვდება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა, ჯერ უცნობია. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძროაბამ“ ღიად დააფიქსირეს, რომ ოპოზიციის დაკავებული წევრების გათავისუფლების გარეშე, ისინი საკანონმდებლო პაკეტს ხმას არ მისცემენ. მმართველ გუნდს კი, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.