საარჩევნო სისტემა და დიალოგის შეთავაზება  

მომდევნო სამ დღეში უნდა გაირკვეს, მოახერხებენ თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას.

მხარეებს კონსენსუსისთვის დრო 9 მარტამდე აქვთ. თუ მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდებიან, „ქართული ოცნება“ ოპონენტებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ე. წ. 40 %-იან ბარიერს, პროპორციული და მაჟორატარული მანდატების 110-40-ზე თანაფარდობას და ბარიერის 1 %-მდე დაწევას შესთავაზებს. ეს ინიციატივა მომავალ კვირას შესაძლოა უკვე კანონ-პროექტად იქცეს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას ისევ მოუწოდებს, რომ მაჟორიტარების რიცხვი 20-მდე შეამციროს.

არაერთგვაროვანია განწყობა დანარჩენ ოპოზიციაში.