საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა შტაბის პრეზენტაცია გამართა.

ამასთან, მან საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ალეკო ელისაშვილი დაასახელა. იოსელიანის განცხადებით, მათი ოფისი ღიაა მთაწმინდის მოსახლეობისთვის, ინტენსიურად დაიწყება მოქალაქეების მიღება და მათი პრობლემების მოსმენა. ლევან იოსელიანის თქმით, მას სრულიად შემთხვევეით, წილისყრით 42 ნომერი მიენიჭა, რაც მათთვის  სიმბოლური და სასიხარულოა.