საარჩევნო შეხვედრები

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წყნეთში გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასული და ერთადერთი შემოსავალი უცხოეთიდან მიღებული თანხაა. მათივე თქმით, ქვეყნის ფარგლის გარეთაც მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, პრობლემებს ქმნის ცხოვრებისა და მუშაობის სტატუსის არქონა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდება ემიგრანტებისთვის ლეგარული სამსახურის შოვნა, სამედიცინო დახმარება და საზღვარგარეთ მათი პირობების გაუმჯობესება.