საარჩევნო შეხვედრა რეგიონებში

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს მმართველი გუნდი. თიანეთის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად კახეთში ჩავიდა. მთავრობის მეთაური თელავის მერობის კანდიდატს, ლევან ანდრიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა. პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმ მუნიციპალიტეტებს სტუმრობენ, სადაც 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება. მათ შორის არის თელავიც. მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია.