საარჩევნო შეხვედრა „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარების ტექნიკურ საკითხებზე გუშინ იმსჯელეს. დადასტურებულია, რომ არჩევნები სრულად ელექტრონულად გაიმართება, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია არჩევნების თარიღი და ასევე, საჯარო იქნება თუ არა ხმის მიცემის პროცესი.

უცნობია ისიც, რომელ პლატფორმაზე წარიმართება არჩევნები. პარტიაში განმარტავენ, რომ სამუშაო ჯგუფი მუშაობას აგრძელებს და საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობის შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად ვის ექნება ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.